Kargonuzu Takip Edin

გამოცდილების მნიშვნელობა.

ჩვენ გახლავთ პროფესსიონალური გამოცდილების მქონე გუნდი, რომელსაც 15 წელზე მეტი ამ სფეროში გამოცდილება გააჩნია, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურებას სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ სფეროში მომხმარებლის ყველა მოთხოვნაზე სათანადოდ მორგებული შემოთავაზებით, თურქეთისა და დსთ-ს ქვეყნების მიმართულების  ფარგლებში.

უმთავრესი ფაქტორი “know-how"

Marpro Logistics-ში გვჯერა, რომ თითოეული შეკვეთისათვის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ან მათი კომბინაციის არჩევა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ტვირთის ტიპის, მიწოდების სისწრაფისა და დამუშავების მოთხოვნების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება ან შევქმნათ მათი შესაბამისი კომბინაცია, რათა თქვენი ტვირთი უსაფრთხოდ და დროულად მივაწოდოთ ხელმისაწვდომი და გონივრული ხარჯების პირობებში.

მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა სავალდებულოა

კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისთვის უწყვეტი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფა და ოპერაციების ორგანიზება ტვირთის გადაადგილებისა და დამუშავების ყველა ეტაპზე შესაბამისი კონტროლის შენარჩუნებით.

კორპორატიული

ჩვენს შესახებ

ჩვენი ენერგიული, განათლებული და გამოცდილი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის მიზანია სატრანსპორტო და ლოგისტიკის ინდუსტრიაში ისეთი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი დაინტერესებული მხარეების და პარტნიორების ინტერესებთან და იზრუნებს იმაზე, რომ საერთო სივრცეში მომუშავე მხარეების ინტერესები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნეს. ჩვენი მიზანი - სწრაფი, კვალიფიციური და სანდო სერვისის მიწოდებაა მინიმალური დანახარჯებით და ეკოლოგიაზე მინიმალური ზემოქმედებით. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნაზე, რისთვისაც ვიყენებთ ჩვენი კოლეგების მდიდრულ გამოცდილებას ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში, ასევე ჩვენი ინდუსტრიის შესაბამის ტექნოლოგიურ სიახლეებს.

მომსახურების სფერო

ტრანსპორტის და ლოგისტიკის მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სატრანსპორტო მომსახურებას როგორც ერთი სახეობის სატრანსპორტო საშუალებით, ასევე რამდენიმე სახეობის კომბინაციით, ერთიან უწყვეტ სატრანსპორტო ჯაჭვში. ჩვენი ლოგისტიკური შესაძლებლობები და ინოვაციური გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს ტვირთის ეფექტიან გადატვირთვას სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებში.

სიახლები

უახლესი ინფორმაცია Marpro Logistics LLC-ს შესახებ