Kargonuzu Takip Edin

ინკოტერმსი „საერთაშორისო კომერციული პირობები”

ინკოთერმსები განსაზღვრავს მიწოდების ხელშეკრულების პირობებს გამყიდველსა და მყიდველს, გამგზავნსა და მიმღებს შორის, ხოლო გადამზიდავებისა და ლოგისტიკის მომწოდებლებისთვის ინკოთერმსები მოვალეობებს ნიშნავს. უპრობლემო ტვირთების გადაზიდვისთვის ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს ღრმა ცოდნა და სათანადო გაგება Incoterms-ის შესახებ.

Incoterms 2024: მნიშვნელობების დიაგრამისა და სიის დეტალური სახელმძღვანელო

საერთაშორისო ვაჭრობაში მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა ზუსტად იცოდნენ პირობები, რომლებიც არეგულირებენ საქონლის გაყიდვისა და ტრანსპორტირების პროცესებს. სწორედ აქ შემოდის Incoterms-ის ცნება.
Incoterms (International Commercial Terms) — საერთაშორისო სავაჭრო პირობების სტანდარტიზებული წესებია, რომლებიც შეიმუშავა საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (ICC) გლობალური სავაჭრო ოპერაციების გასამარტივებლად. ეს პირობები განსაზღვრავენ მყიდველისა და გამყიდველის პასუხისმგებლობას მიწოდების, დაზღვევის, საბაჟო პროცედურებისა და სხვა ასპექტების თვალსაზრისით.

FOB Meaning - FOB მიწოდების პირობის მნიშვნელობა  
What's CPT - CPT მიწოდების პირობის მნიშვნელობა
Cost and Freight (CFR) პირობის მნიშვნელობა 

რა არის Incoterms?

Incoterms — სამი ასოსგან შემდგარი სავაჭრო ტერმინებია, რომლებიც განსაზღვრავენ  გამყიდველიდან მყიდველამდე საქონლის მიწოდების პროცესთან დაკავშირებულ  ვალდებულებებს, რისკებსა და ხარჯებს. ისინი წარმოადგენენ უნიფიცირებულ პირობებს და აყალიბებენ  ერთიან სტანდარტს საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარემ ზუსტად იცოდეს თავისი უფლება-მოვალეობები.

Incoterms -ის ბოლო ვერსია არის Incoterms 2020, რომელმაც შეცვალა თავისი წინამორბედი ვერსია Incoterms 2010. თუმცა, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ მომავალ Incoterms 2024-ზე, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია და მალე გამოქვეყნდება.

Incoterms-ის მნიშვნელობა

Incoterms მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ვაჭრობაში ერთიანი, უნიფიცირებული წესებისა და პირობების შემუშავებით, რომლებიც არეგულირებენ მყიდველისა და გამყიდველის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს.   ქვემოთ მოცემულია ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც Incoterms-ის მნიშვნელოვნებას უსვამენ ხაზს: 

• განსაზღვრულობა და უნიფიცირებული აღქმა — Incoterms ცხადად და მკაფიოდ  არეგულირებს საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და წესებს. აღნიშნული სტანდარტების გამოყენებით საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული თითოეული მხარე ინფორმირებულია თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ.
• რისკების განაწილება — Incoterms განსაზღვრავს და არეგულირებს, რომელი მხარეა პასუხისმგებელი ტრანსპორტირების, დაზღვევის, საბაჟოს და სხვა პროცესებთან დაკავშირებულ ხარჯებზე, რაც შესაძლებლობას იძლება თავიდან იქნეს არიდებული დავები და უთანხმოებები და უზრუნველყოფს თითოელი მხარის მიერ საკუთარი ვალდებულების გაცნობიერებას და ცოდნას.
• სამართლებრივი სიცხადე — საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერმინები ნათელს და ერთმნიშვნელოვას ხდიან სავაჭრო პროცესებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და  ამცირებენ გაუგებრობის და დავების რისკს მყიდველსა და გამყიდველს შორის.

Incoterms-ის ევოლუცია

Incoterms- ები დროთა განმავლობაში განიცდიდა მოდიფიკაციას საერთაშორო  ვაჭრობაში ჩართული მხარეების მოთხოვნების და გლობალური სავაჭრო პროცესების და გარემოებების მახასიათებლების შესაბამისად. პირველი Incoterms გამოქვეყნდა 1936 წელს და მას შემდეგ რამდენჯერმე განახლდა ბიზნესის სპეციფიკაციის და საჭიროებების ცვლილების კვადაკვალ.
ბოლო განახლება — Incoterms 2020 — მოიცავდა მნიშვნელოვან ცვლილებებს საერთაშორისო ვაჭრობის პირობებსა და მოთხოვნებში. ამ ცვლილებების ფარგლებში დაზუსტდა გარკვეული ტერმინები, დაემატა ახალი მოთხოვნები და ზოგიერთი მათგანი ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავდა ტერმინების გამარტივებას, მოქნილობას და თანამედროვე პრაქტიკებთან შესაბამისობას.

რას უნდა ველოდოთ Incoterms 2024-ში

Incoterms 2024 წარმოადგენს Incoterms-ის შემდგომ მოდიფიკაციას, რომელიც ამჟამად საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ შემუშავების პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, შესაძლებელია გარკვეული ვარაუდების ფორმირება წარსულში განხორციელებული ცვლილებებისა და ინდუსტრიის ტრენდის საფუძველზე.

 მოსალოდნელია, რომ ახალი ვერსია ფოკუსირებული იქნება საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე, მზარდი ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი საკითხების და გლობალური მიწოდების ქსელში მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით. სავარაუდოა, რომ მოდიფიცირებული წესები მეტი სიცხადით დაარეგულირებს ციფრული დოკუმენტაციის გამოყენებას, მდგრადი განვითარების და გარემოსდაცვით საკითხებს და ყურადღებას გაამახვილებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრონულ კომერციასა და საზღვარგარეთ ვაჭრობასთან.

Incoterms-ის დიაგრამასხვადასხვა ტერმინების მნიშვნელობები

Incoterms-ის  სხვადასხვა სახეობებში უკეთ გასარკვევად დაგვეხმარება ქვემოთ მოცემული ცხრილი, რომელიც განმარტავს თითოეულ ტერმინს და მასთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობსა და რისკებს. 

Incoterm

აღწერა

EXW

Ex Works (საქონელი მწარმოებლის/გამყიდველის ობიექტიდან)

FCA

Free Carrier (საქონლის მიწოდება მყიდველის მიერ დასახელებულ ადგილას)

CPT

Carriage Paid To (ტრანსპორტირების გადახდის პირობები)

CIP

Carriage and Insurance Paid To (ტრანსპორტირების და დაზღვევის გადახდის პირობები)

DAP

Delivered at Place (მიწოდებულია დათქმულ ადგილზე)

DPU

Delivered at Place Unloaded (მიწოდებულია და ადგილზე გადატვირთვით)

DDP

Delivered Duty Paid (მიწოდებულია გადასახადების გადახდით)

FAS

Free Alongside Ship (განთავსებულია გემის გვერდით)

FOB

Free on Board (პირობა დატვირთვით გემზე)

CFR

Cost and Freight (ღირებულება და ფრახტი)

CIF

Cost, Insurance, and Freight (ღირებულება, დაზღვევა და ფრახტი)

აუცილებელია თითოეულ ტერმინთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების ზუსტად ცოდნა, რათა გარიგება წარიმართოს შეუფერხებლად და ეფექტურად.

მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორები Incoterm-ის შერჩევისას

როდესაც ვაჭრობისთვის Incoterm-ის შერჩევა ხდება, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება. ქვემოთ მოცემულია ძირითადი ასპექტები, რომლებიც უნდა გახსოვდეთ:

  • ტრანსპორტირების რეჟიმი – არჩეული Incoterm უნდა შეესაბამებოდეს ტვირთის გადაზიდვის ტრანსპორტის ტიპს. ზოგი ტერმინი უფრო შესაფერისია საზღვაო გადაზიდვებისთვის, ზოგი კი – საჰაერო ან სახმელეთო ტრანსპორტისთვის.
  • რისკის განაწილება – გაითვალისწინეთ რისკისა და ხარჯების განაწილება მყიდველსა და გამყიდველს შორის. ზოგი ტერმინი მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს გამყიდველს, ზოგი კი – მყიდველს.
  • დაზღვევა – განსაზღვრეთ, რა დონის დაზღვევა სჭირდება ტვირთს ტრანსპორტირებისას. ზოგი ტერმინი არეგულირებს და მოიცავს დაზღვევას, ხოლო  ზოგის შემთხვევაში მყიდველმა ან გამყიდველმა დამოუკიდებლად უნდა დაარეგულიროს დაზღვევის საკითხი. 
  • საბაჟო პროცედურები – გაითვალისწინეთ საბაჟო გაფორმებასთან და იმპორტ/ექსპორტ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ზოგი ტერმინი გამყიდველს აკისრებს ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას, ზოგი კი – მყიდველს.

Incoterms-ის შესახებ გავრცელებული მცდარი წარმოდგენები.

 მიუხედავად იმისა, რომ Incoterms-ის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტიზაცია და გამარტივება, მაინც არსებობს გარკვეული მცდარი წარმოდგენები და გაუგებრობები. აი, რამდენიმე გავრცელებული მცდარი შეხედულება:

• Incoterms განსაზღვრავს საკუთრებას – Incoterms არ განსაზღვრავს საქონლის საკუთრებას; ისინი მხოლოდ აღწერს მყიდველისა და გამყიდველის ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს მიწოდებისა და ტრანსპორტირების პროცესში.
• Incoterms მოიცავს ვაჭრობის ყველა ასპექტს – Incoterms ძირითადად ეხება საქონლის მიწოდებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ისინი არ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გადახდის პირობები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ან კონტრაქტის სხვა პირობები.
• Incoterms უნივერსალურია – მიუხედავად იმისა, რომ Incoterms ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობაში, ისინი არ არის უნივერსალურად გამოყენებადი. მათი შერჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ გარიგებაზე, მონაწილე მხარეებზე და მოქმედ კანონმდებლობაზე.

როგორ გამოვიყენოთ Incoterms ეფექტურად

საერთაშორისო ვაჭრობაში Incoterms-ის ეფექტურად გამოყენებისთვის რეკომენდებულია შემდეგი:

• ტერმინების ცოდნა – გაეცანით სხვადასხვა Incoterm-ს და  შესაბამის ვალდებულებებს, რისკებსა და ხარჯებს. ეს დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ტერმინი კონკრეტული გარიგებისთვის.
• კონტრაქტების ყურადღებით გადახედვა – დარწმუნდით, რომ კონტრაქტში მკაფიოდ არის მითითებული არჩეული Incoterm და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ეს თავიდან აგარიდებთ გაუგებრობებსა და დავებს.
• კომუნიკაცია სავაჭრო პარტნიორებთან – შეინარჩუნეთ ღია და მკაფიო კომუნიკაცია პარტნიორებთან არჩეულ Incoterm-ზე, პასუხისმგებლობებზე და კონკრეტულ მოთხოვნებზე.
• იურიდიული კონსულტაცია – რთული გარიგებების ან გაურკვეველი შემთხვევების დროს მიმართეთ იურიდიულ კონსულტანტს, რათა დარწმუნდეთ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

EXW – Ex Works (საქონელი მწარმოებლის/გამყიდველის ობიექტიდან)

EXW ტერმინი მყიდველს აკისრებს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას. ამ პირობებში, გამყიდველის ვალდებულებაა საქონლის მიწოდება საკუთარ ტერიტორიაზე (მაგ. ქარხანა ან საწყობი). ამ ეტაპიდან მყიდველი იღებს ყველა ხარჯსა და რისკს საკუთარ თავზე, მათ შორის ტრანსპორტირებას, ექსპორტ/იმპორტის გაფორმებას და დაზღვევას.

FCA – Free Carrier (ჩაბარებულია გადამზიდავთან)

FCA ტერმინის მიხედვით, გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს საქონელი მყიდველის მიერ დასახელებულ გადამზიდავს მითითებულ ადგილას (მაგალითად, ტერმინალი ან საწყობი). რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა საქონელი გადაეცემა გადამზიდავს. გამყიდველი პასუხისმგებელია ექსპორტის საბაჟო გაფორმებაზე, ხოლო მყიდველი — ტრანსპორტირებაზე, იმპორტის გაფორმებასა და დაზღვევაზე.

CPT – Carriage Paid To (ტრანსპორტირება გადახდილია დანიშნულ ადგილამდე)

CPT ტერმინის მიხედვით, გამყიდველი უზრუნველყოფს და აფინანსებს საქონლის ტრანსპორტირებას დასახელებულ ადგილამდე. რისკი მყიდველზე გადადის მას შემდეგ, რაც საქონელი მიეწოდება შეთანხმებულ ადგილას. გამყიდველი პასუხისმგებელია ექსპორტის გაფორმებაზე, ხოლო მყიდველი — იმპორტის გაფორმებასა და დაზღვევაზე.

CIP – Carriage and Insurance Paid To (ტრანსპორტირება და დაზღვევა გადახდილია დანიშნულ ადგილამდე)

CIP ტერმინი მსგავსია CPT-ს, თუმცა დამატებით გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს და დაფაროს დაზღვევა ტრანსპორტირებისას შესაძლო ზარალის ან დაკარგვის შემთხვევაში. რისკი მყიდველზე გადადის მიწოდების მომენტში. იმპორტის გაფორმება მყიდველის პასუხისმგებლობაა.

DAP – Delivered at Place (მიწოდებულია ადგილზე)

DAP ტერმინის მიხედვით, გამყიდველი პასუხისმგებელია მთელ გადაზიდვაზე და საქონლის მიწოდებაზე მყიდველთან შეთანხმებულ ადგილზე. რისკი გადადის მყიდველზე მიწოდების მომენტში. გამყიდველი უზრუნველყოფს ექსპორტის გაფორმებას, ხოლო მყიდველი — იმპორტის გადასახადებს, მოსაკრებლებსა და საბაჟო პროცედურებს.

DPU – Delivered at Place Unloaded (მიწოდებულია და გადმოტვირთულია ადგილზე)

DPU ტერმინის მიხედვით, გამყიდველი უზრუნველყოფს გადაზიდვას და საქონლის მიწოდებას მითითებულ ადგილზე, ასევე პასუხისმგებელია გადმოტვირთვაზე. რისკი მყიდველზე გადადის გადმოტვირთვის შემდეგ. იმპორტის გაფორმება და სხვა ხარჯები ეკისრება მყიდველს.

DDP – Delivered Duty Paid (მიწოდებულია გადასახადების გადახდით)

DDP ტერმინი მაქსიმალურ პასუხისმგებლობას აკისრებს გამყიდველს. გამყიდველი უზრუნველყოფს მთელ გადაზიდვას, მათ შორის საბაჟო გაფორმებასა და გადასახადების გადახდას, და აწვდის საქონელს მყიდველის ობიექტზე. მყიდველს არ აქვს დამატებითი ვალდებულება მიწოდების შემდეგ.

FAS – Free Alongside Ship (განთავსებულია გემის გვერდით)

FAS ტერმინის მიხედვით, გამყიდველი ვალდებულია მიიტანოს საქონელი მითითებულ საზღვაო პორტში და განათავსოს გემის გვერდით. რისკი გადადის მყიდველზე, როცა საქონელი მოთავსდება გემის გვერდით. მყიდველი აგრძელებს ტრანსპორტირების მთავარ ეტაპს და პასუხისმგებელია შემდგომ პროცესებზე.

FOB – Free On Board (დატვირთულია გემზე)

FOB ტერმინის მიხედვით, გამყიდველი პასუხისმგებელია შეფუთვაზე, ტრანსპორტირებასა და საქონლის გემზე დატვირთვაზე პორტში. რისკი გადადის მყიდველზე მას შემდეგ, რაც საქონელი გემზე დაიტვირთება. მყიდველი აგრძელებს ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე და იღებს ყველა შემდგომ ვალდებულებას.

CFR – ღირებულება და ტრანსპორტირება (Cost and Freight)

CFR ტერმინის მიხედვით, გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს და დაფაროს ტრანსპორტირების ხარჯები გამგზავრების პორტამდე და საქონლის გემზე დატვირთვამდე. გამყიდველი ასევე უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას დანიშნულების პორტამდე, თუმცა ამ ეტაპზე რისკი აღარ ეკისრება. რისკი მყიდველზე გადადის იმ მომენტში, როცა საქონელი აიტვირთება გემზე გამგზავრების პორტში.

CIF – ღირებულება, დაზღვევა და ტრანსპორტირება (Cost, Insurance, and Freight)

CIF ტერმინი მსგავსია CFR-ის, თუმცა დამატებით გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს და დაფაროს დაზღვევა ტრანსპორტირებისას. რისკი მყიდველზე გადადის მაშინ, როცა საქონელი აიტვირთება გემზე გამგზავრების პორტში.

Incoterms 2024 სხვადასხვა ტრანსპორტის სახეობისთვის. Incoterms 2024 შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სატრანსპორტო რეჟიმისთვის — ზღვის, საჰაერო, სახმელეთო და სარკინიგზო. თუმცა, ყველა ტერმინი არ არის შესაფერისი ყველა რეჟიმისთვის. მოდით, განვიხილოთ რომელი Incoterm-ები გამოიყენება კონკრეტული ტრანსპორტის ტიპებისთვის:

ტრანსპორტის ნებისმიერი რეჟიმისთვის გამოსაყენებელი Incoterms:
ეს ტერმინები გამოიყენება როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო გადაზიდვებისთვის:

  • EXW – Ex Works (საქონელი მწარმოებლის/გამყიდველის ობიექტიდან)
  • FCA – Free Carrier (ჩაბარებულია გადამზიდავთან)
  • CPT – Carriage Paid To (ტრანსპორტირება გადახდილია)
  • CIP – Carriage and Insurance Paid To (ტრანსპორტირება და დაზღვევა გადახდილია)
  • DAP – Delivered at Place (მიწოდებულია ადგილზე)
  • DPU – Delivered at Place Unloaded (მიწოდებულია და გადმოტვირთულია ადგილზე)
  • DDP – Delivered Duty Paid (მიწოდებულია გადასახადების გადახდით)

ზღვისა და შიდა წყლის ტრანსპორტისთვის განკუთვნილი Incoterms: ეს ტერმინები სპეციალურად შექმნილია საზღვაო და შიდა წყლის გადაზიდვებისთვის:

  • FAS – Free Alongside Ship (განთავსებულია გემის გვერდით)
  • FOB – Free On Board (დატვირთულია გემზე)
  • CFR – Cost and Freight (ღირებულება და ტრანსპორტირება)
  • CIF – Cost, Insurance, and Freight (ღირებულება, დაზღვევა და ტრანსპორტირება)


DPU ტერმინის დანერგვა

Incoterms 2024-ში წარმოდგენილია ახალი ტერმინი — Delivered at Place Unloaded (DPU), რომელიც ცვლის Incoterms 2010-ის Delivered at Terminal (DAT) ტერმინს. DPU უზრუნველყოფს მიწოდებას კონკრეტულ ადგილზე და სთავაზობს მეტ მოქნილობას წინა ვერსიასთან შედარებით.

 დაზღვევა CIP და CIF ტერმინებში

Incoterms 2024-ში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ CIP და CIF ტერმინების შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მინიმალური დაზღვევის დაფარვა. ეს ცვლილება მიზნად ისახავს დაზღვევის მოთხოვნების უკეთ გაგებას და შესაბამისობას.

Different Levels of Security Obligations / უსაფრთხოების მოთხოვნების განსხვავებული დონეები: Incoterms 2024 მოიცავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უფრო დეტალურ მოთხოვნებს, რაც პასუხობს საერთაშორისო ვაჭრობაში გაზრდილ უსაფრთხოების რეგულაციებს. ეს დამატებითი პირობები მიზნად ისახავენ ტვირთის უსაფრთხოების ნორმების დაცვით ტრანსპორტირებას და დაზიანების და დანაკარგების თავიდან არიდებას ტრანსპორტირების პროცესში.

Bill of Lading with FCA / კონოსემენტი FCA ტერმინთან ერთად

Incoterms 2024 საშუალებას იძლევა FCA (Free Carrier) ტერმინი გამოყენებულ იქნას კონოსემენტთან (Bill of Lading) ერთად. ეს ცვლილება ზრდის მოქნილობას მულტიმოდალურ ტრანსპორტში და შეესაბამება ამჟამინდელ სავაჭრო პრაქტიკებს.

Incoterms for Air Freight / Incoterms საჰაერო გადაზიდვებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ Incoterms ძირითადად შექმნილია საზღვაო და მულტიმოდალური ტრანსპორტისთვის, მათი ადაპტაცია შესაძლებელია საჰაერო გადაზიდვებისთვისაც. ზოგი ტერმინი განსაკუთრებით კარგად ერგება საჰაერო ტრანსპორტის სპეციფიკას:

  • EXW – Ex Works
  • CPT – Carriage Paid To
  • CIP – Carriage and Insurance Paid To
  • DAP – Delivered at Place
  • DDP – Delivered Duty Paid

ამ ტერმინების გამოყენებით მყიდველები და გამყიდველები ეფექტურად განსაზღვრავენ თავიანთ პასუხისმგებლობებს და უზრუნველყოფენ საჰაერო გადაზიდვების შეუფერხებელ პროცესს.

შესაბამისი Incoterm-ის  არჩევა

საერთაშორისო ვაჭრობისთვის შესაბამისი Incoterm-ის შერჩევა გადამწყვეტია წარმატებული და ეფექტური ოპერაციებისთვის. ქვემოთ მოცემულია ზოგადი Incoterm-ები და მათი გამოყენების შემთხვევები:

FOB – Free On Board (დატვირთულია გემზე)

FOB ფართოდ გამოიყენება საზღვაო გადაზიდვებისთვის. რისკი და პასუხისმგებლობა გადადის მყიდველზე, როდესაც საქონელი იტვირთება გემზე. ეს აძლევს მყიდველს მეტ კონტროლს გადაზიდვის პროცესზე – შეუძლია აირჩიოს საკუთარი გადამზიდავი და მოილაპარაკოს ხელსაყრელ პირობებზე.

EXW – Ex Works (საქონელი მწარმოებლის/გამყიდველის ობიექტიდან)

EXW ნიშნავს, რომ მყიდველი პასუხისმგებელია ტრანსპორტირებაზე მწარმოებლის ტერიტორიიდან. მყიდველი აკონტროლებს ყველა ხარჯს, მაგრამ ასევე პასუხისმგებელია ლოჯისტიკასა და საბაჟო პროცედურებზე. ეს ვარიანტი შესაფერისია გამოცდილი მყიდველებისთვის, რომლებსაც აქვთ რესურსი და ცოდნა მთელი პროცესის სამართავად.

FCA – Free Carrier (ჩაბარებულია გადამზიდავთან) 

FCA უნივერსალური ინკოტერმია, რომელიც გამოიყენება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. გამყიდველი პასუხისმგებელია შეფუთვასა და საწყის წერტილამდე ტრანსპორტირებაზე, ხოლო მყიდველი იღებს პასუხისმგებლობას მას შემდეგ, რაც საქონელი გადაეცემა შეთანხმებულ ადგილზე.

DAP – Delivered at Place (მიწოდებულია ადგილზე)

DAP ნიშნავს, რომ გამყიდველი მართავს მთელ გადაზიდვას, მათ შორის ტრანსპორტირებასა და მიწოდებას მითითებულ ადგილამდე. მყიდველი იღებს პასუხისმგებლობას მიწოდების შემდეგ, მათ შორის იმპორტის გადასახადებზე და საბაჟო მოსაკრებლებზე. ეს ვარიანტი კარგია მათთვის, ვისაც სურს მარტივად წარმართოს გადაზიდვის პროცესი, თუმცა შეინარჩუნოს  კონტროლი იმპორტის ხარჯებზე.

FAS – Free Alongside Ship (განთავსებულია გემის გვერდით)

FAS გამოიყენება საზღვაო გადაზიდვებისთვის. გამყიდველი პასუხისმგებელია საქონლის გემის პორტში მიტანასა და გემის გვერდით განთავსებაზე. მყიდველი იღებს პასუხისმგებლობას ძირითადი ტრანსპორტირების და შემდგომი მიწოდების ეტაპებზე. ეს ვარიანტი კარგია მათთვის, ვისაც სურს მეტი კონტროლი გადაზიდვაზე.

ქვეყნის სპეციფიკური განსხვავებები

Incoterm-ები სტანდარტიზებულ ჩარჩოს ქმნიან, თუმცა მნიშვნელოვანია კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნების გათვალისწინება. საბაჟო პროცედურები, დოკუმენტაცია და რეგულაციები შეიძლება განსხვავდებოდეს:

  • ევროკავშირის ფარგლებში, საზღვრები შეიძლება იყოს ნაკლებად მკაცრი.
  • სხვადასხვა ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს სპეციფიკური მოთხოვნები, მაგალითად, გადავადების ანგარიში (Deferment Account) დიდ ბრიტანეთში ან საშემოსავლო გადასახადი ინდოეთში.

 დასკვნა

Incoterm-ები  საერთაშორისო ვაჭრობის განუყოფელი ნაწილია და სტანდარტული მოთხოვნების და წესების საფუძველზე  არეგულირებენ მყიდველებისა და გამყიდველების უფლება-მოვალეობებს . მათი სწორად გამოყენება ეხმარება კომპანიებს გლობალურ ბაზარზე ეფექტურად და უსაფრთხოდ ოპერირებაში და საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ სირთულეებთან გამკლავებაში. Incoterm-ების განახლება, როგორიცაა მოსალოდნელი Incoterms 2024, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა  საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მხარეები იყვნენ ინფორმირებულნი და ადაპტირდნენ ცვლილებებთან.

Incoterm-ების შესახებ უახლესი ინფორმაციის მოპოვებით და ფლობით კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი კონკურენტუნარიანობა უფრო გაამყარონ და საერთაშორისო სავაჭრო პროცესებთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაცია შეძლონ.
მუდამ გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პროცესებში ჩართვისას აუცილებელია მიმართოთ  იურიდიულ და სავაჭრო ექსპერტებს, რათა უზრუნველყოთ შესაბამისობა მოქმედ კანონებთან და რეგულაციებთან.