Kargonuzu Takip Edin

კომპანიის პროფილი

Marpro Logistics არის ვერტიკალურად ინტეგრირებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების მიმწოდებელი კომპანია.

სრულმასშტაბიანი მომსახურება თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებში

Marpro Logistics არის ვერტიკალურად ინტეგრირებული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მომსახურების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც სატვირთო გადამზიდავებსა და საბოლოო მომხმარებლებს ევრაზიის კონტინენტზე სთავაზობს მათზე მორგებულ მომსახურებას. 

მიუხედავად იმისა, რომ უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალს მოვიცავთ, ჩვენი სპეციალიზირებული მომსახურება ფოკუსირებულია  თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებზე: საქართველო, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

მომსახურების ფართო სპექტრი

კომპანიის დაარსებიდან, 2012 წლიდან, ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ ჩვენი მომსახურების არეალსა და გეოგრაფიულ დაფარვას, რათა გავხდეთ ერთიანი მომსახურების მიმწოდებელნი ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორების ყველა სატრანსპორტო და ლოჯისტიკური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

თავდაპირველად მხოლოდ ჩინეთიდან აზერბაიჯანში საზღვაო გადაზიდვით დაწყებული საქმიანობა, დღეს უკვე განვითარდა კომპანიების ჯგუფად, რომლებიც უზრუნველყოფენ საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზებას და ასევე დასაწყობებისა და სხვა დამატებითი ლოჯისტიკური მომსახურებების შეთავაზებას, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ სრული ციკლის მომსახურება, ტრანსპორტირების სხვადასხვა კომბინირებული მოდელებისა და ფართო ლოჯისტიკური შესაძლებლობების გამოყენებით.

ფართო არეალი, მოქნილი და მორგებული მომსახურება

ჩვენ ვიმყოფებით თურქეთსა და დსთს შორის მთავარი სატრანსპორტო მარშრუტების გადაკვეთაზე. ჩვენი ამჟამინდელი წარმომადგენლობა თურქეთში, საქართველოში და აზერბაიჯანში, ასევე გაფართოების გეგმები ყაზახეთში, უზბეკეთსა და ჩინეთში, გვაქცევს შეუცვლელ პარტნიორად ევრაზიის კონტინენტზე აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით ტვირთების გადაადგილებისთვის.

გაფართოების გეგმის დასრულების შემდეგ, ჩვენი მიზანია გავხდეთ საუკეთესო და სხვადასხვა, მრავალფეროვანი სპექტრის მომსახურებების მიმწოდებელი კომპანია შუა დერეფანში.