Kargonuzu Takip Edin

კარიერული განვითარება

კომპანია მარპრო ლოჯისტიკს-ში ჩვენ მივისწრაფვით წარმატებას ჩვენი ადამიანური რესურსების უწყვეტი განვითარების გზით.

ჩვენი თანამშრომლები ჩვენი სიძლიერეა

Marpro Logistics-ში ჩვენ მივისწრაფვით ჩვენი თანამშრომლების პოტენციალის მდგრადი განვითარებისაკენ. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ უწყვეტ სწავლებას და დავუჭიროთ მხარი ჩვენს კოლეგებს მაქსიმალური თვითრეალიზაციის მიღწევის პროცესში.

ჩვენი მიზანია თანამშრომლებისათვის შევქმნათ საუკეთესო სამუშაო გარემო, როგორც ფიზიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით და  მხარი დავუჭიროთ ჩვენი კოლეგების შემოქმედებითობის, კვლევისა და ინოვაციური უნარების განვითარებას. 

თქვენ შეგიძლიათ  შეიტანოთ განაცხადი ჩვენს ღია ვაკანსიებზე, რათა გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი. კანდიდატებს მოვუწოდებთ, რომ  შეიტანონ განაცხადი მაშინაც კი, როცა აქტიური ვაკანსია არ არის — ჩვენ ყოველთვის მივესალმებით უნიკალური უნარებისა და ცოდნის მქონე ადამიანებს.