გადაზიდვის პროცესში სხვადასხვა სატრანსპორტო რეჟიმის კომბინირება პროდუქტიულობის გაზრდისა და უკეთესი პირობების მისაღწევად - Marpro Logistics-ის ერთ-ერთი ძირითადი კომპეტენციაა და კომპანიის დაარსების დღიდან წარმოადგენს მის ძლიერ მხარეს
გადაზიდვის პროცესში სხვადასხვა სატრანსპორტო რეჟიმის კომბინირება პროდუქტიულობის გაზრდისა და უკეთესი პირობების მისაღწევად — Marpro Logistics-ის ერთ-ერთი ძირითადი კომპეტენციაა და კომპანიის დაარსების დღიდან წარმოადგენს მის ძლიერ მხარეს. საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის კომბინაციის გამოყენება დამოკიდებულია ტვირთის მახასიათებლებს, წარმოშობასა და დანიშნულების ადგილზე.
მულტიმოდალური ტრანსპორტი ძირითადად გამოიყენება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში ტვირთის შემოტანისა და გატანისთვის.
რეგიონში შემოსული იმპორტული ტვირთი, რომელიც ჩამოდის კონტეინერიზებული ან ნაყარი სახით, გადაიტვირთება სარკინიგზო ვაგონებში ან სატვირთოებში საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ გასაგზავნად. ზოგჯერ ერთი გადაზიდვა მოიცავს მეორე გადატვირთვასაც — მაგალითად, გემიდან სარკინიგზო ვაგონებზე გადატვირთული ტვირთი შეიძლება შემდგომ გადაიტვირთოს სატვირთოებში შორეული ადგილებისაკენ ტრანსპორტირებისაკენ. იგივე ჯაჭვი გამოიყენება საექსპორტო გადაზიდვებისთვისაც, მხოლოდ შებრუნებული მიმართულებით.
არაგაბარიტული და სპეციალიზირებული ტვირთები ხშირად მოითხოვს სამზე მეტ გადატვირთვას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტრანზიტი კასპიის ზღვის გავლით არის დაგეგმილი.
მულტიმოდალური ტრანსპორტის საუკეთესო შედეგი მიიღწევა სწორი დაგეგმვით, რომლის მთავარი კრიტერიუმებია სატრანსპორტო რეჟიმების სწორად შერჩევა, მათი თანმიმდევრობა და გადატვირთვის ადგილების განსაზღვრა.
ჩვენ წარმოდგენილნი ვართ რეგიონის საზღვაო კარიბჭესთან — საქართველოს ფოთისა და ბათუმის პორტებში მდებარე ორი ოფისით, რაც წარმოადგენს მთავარი გადატვირთვის ჰაბს კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მულტიმოდალური გადაზიდვებისთვის.